კალაძე ქურდია, მან ივანიშვილთან ივაჭრა და სისხლის სამართლის საქმეები დაახურინა - სააკაშვილი

30.05.21 21:50
კალაძე ქურდია, მან ივანიშვილთან ივაჭრა და სისხლის სამართლის საქმეები დაახურინა - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილითან ვაჭრობას აწარმოებდა. 

"ხალხის პოლიტიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ კალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძღული, რომელიც "ქართული ოცნების" წევრმა სწორედ "ივანიშვილთან გარიგების" შემდეგ დაახურინა. 

კალაძე ჩვეულებრივი ქურდია. მის წინაააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დაახურინა და ამ დახურვის ფონზე გამოვიდა და ენმ-ს თავს დაესხა. თქვა, რომ თუირმე ნაციონალურ მოძრაობას დესტაბილიზაცია უნდა"- თქვა სააკაშვილმა. 

მან მოქმედი მერი კორუფციულ გარიგებებში პირდაპირ დაადანაშაულა.