მიწების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე კანონის გვერდის ავლით - რას ამბობენ "ოცნებაში"
რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართული სოფლების მასიური მიტაცების ფაქტს „ქართული ოცნება“ არ იმჩენევს. ხელისუფლება თვალს ხუჭავს კანონში იმ შავ ხვრელებზეც, რომლითაც ოკუპანტები თაღლითურად მიწებს ყიდულობენ და შემდეგ იფორემებენ.
არადა, მიწების გადაფორნმების პროცესი სრულად საჯარო რეესტრის მეთვალყურეობის ქვეს ხდება. რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პირველია, ვინც ზუსტად იცის, რა სქემით ხდება ოკუპანტების მიერ ტერიტორიების გადაფორმება.
რას ეცდება ადამიანი, რომელიც ჩამოსულია საქართველოში, ეს ერთია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა იკადრონ და ეს უნდა იყოს კატეგორიულად, არა მხოლოდ კანონით, რომელიც აიკრძალა კიდეც მე-9 მოწვევის პარლამენტში და სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება დაუშვებელია და აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ეს უნდა იყოს მორალურ-ზნეობრივი გარკვეული აკრძალვაც. თუ ასთი რამე ხერხდება, ბუნებრივია, ჩვენ ჩავაყენებთ შესაბამის სტრუქტურებს საქმის კურსში და აუცილებლად გვექნება რეაგირება,“ - ამბობს ბექა ოდიშარია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი იწრმუნება, რომ მიწისთვის სტატუსის შეცვლის პროცედურა მარტივი არ არის.
რაც უფრო ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, იცოდეთ, რომ უფრო მეტად იქნება მისწრაფება საზოგადოების აგლომერაციების ანუ მეგაპოლისებისაკენ. არ შეიძლება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვა. ამ სტატუსის შეცვლა არ ხდება ისე მარტივად, რომ ერთმა ადამიანმა მოინდომოს შეცვლა და ეს მიყიდოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.