"ოცნების" თქმით, ევროპას არც აქამდე უნდა ეღიარებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარიგებული რუსული პასპორტები

18.08.23 17:50
"ოცნების" თქმით, ევროპას არც აქამდე უნდა ეღიარებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარიგებული რუსული პასპორტები

"ოცნება" ამბობს, რომ ევროპას აქამდეც არ უნდა ეღიარებინა პასპორტები, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაარიგა. 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთის მზად არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა საქართველოს პასპორტები აიღონ.

"შენგენის ზონას არც თავის დროზე არ უნდა ჰქონოდა ეს პოლიტიკა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის გაცემული რუსული პასპორტებით მათ სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ შენგენის ზონაში. მთავრობის და სახელმწიფოს პოლიტიკა გახლავთ, რომ მშვიდობიანი გზით მაქსიმალური დაახლოების გზით, მაქსიმალური ხელშეწყობის გზით მოხდეს ამ ოკუპაციის და ანექსიის შედეგად გაყოფილ საქართველოს ორ მხარეს შორის ურთიერთობის აღდგენა, ბევრი უკვე სარგებლობს საქართველოს პასპორტებით და ალბათ შესაბამისი კანონის ფარგლებში, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა აიღონ საქართველოს პასპორტი" - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

რუსულ პასპორტებს დასავლეთისთვის ფარატინა ფურცლის ფასი აქვს. ხალხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან, ვინც რუსული პასპორტი აიღო შვეიცარიაში ვერასდროს შევა. ასეთია ოფიციალური ბერნის პოზიცია. იგივეს აკეთებს ევროკავშირი. როდესაც დასავლეთი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დარიგებულ რუსულ პასპორტებს ბლოკავს.