შეზღუდვა ოკუპირებული რეგიონებისთვის - ბოკერიას თქმით, მთავრობა პროცესით სწორად ვერ ისარგებლებს
ხალხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან, ვინც რუსული პასპორტი აიღო შვეიცარიაში ვერასდროს შევა - "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოფიციალური ბერნის პოზიცია ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ბოკერიას თქმით, რუსეთის იზოლირება თავისუფალი სამყაროსგან სწორი პოზიციაა.
ბოკერიას განცხადებით, ამ საკითხში პრობლემა არის ის, რომ საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, რომელიც ამ პროცესით სწორად ისარგებლებს.
"ლოგიკური გადაწყვეტილებაა და შეიძლება დაგვიანებულიც, ევროკავშირს შეუერთდა შვეიცარია ამ გადაწყვეტილებით. ზოგადად ეს არის ნაწილი თავისუფალი სამყაროს დაგვიანებული, მაგრამ სწორი რეაქციის, ბოროტების იმპერიის მემკვიდრეზე, რუსეთზე. მისი იზოლირება, მანამ, სანამ, ის საფრთხეა თავისუფალი სამყაროსთვის და მისი მეზობლებისთვის მათ შორის. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესში ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ პროცესით სწორად ისარგებლებს. ჩვენი ეროვნული ინტერებისთვის, რომ იყოს საქართველო დაცული, გამთლიანებული, დასავლეთის, ნატოს წევრი. ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყანა" - ამბობს გიგა ბოკერია.
რუსულ პასპორტებს დასავლეთისთვის ფარატინა ფურცლის ფასი აქვს. ხალხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან, ვინც რუსული პასპორტი აიღო შვეიცარიაში ვერასდროს შევა. ასეთია ოფიციალური ბერნის პოზიცია. იგივეს აკეთებს ევროკავშირი. როდესაც დასავლეთი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დარიგებულ რუსულ პასპორტებს ბლოკავს.