არც შოთაძის პროკურატურა, არც გომელაურის შსს არ გამოიძიებს პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხს - ჩიხლაძე
"არც შოთაძის პროკურატურა, არც გომელაურის შსს არ გამოიძიებს, არც პრემიერის, არც სხვა მინისტრის ან მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხებს შოვის ტრაგედიასთან მიმართებაში," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ გააკეთა.
ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულის გამოაშკარავება შეუძლია.
ამიტომ ერთადერთი საგამოძიებო, ობიექტური, ყოვლისმომცემი მექანიზმი ეს არის საპარლამენტო მექანიზმი - რატომ არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო, სად იყო პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი, თითქმის, ერთი დღის განმავლობაში, პირველ ღამეს რატომ შეჩერდა სამაშველო ღონისძიებები, ამ ყველაფერზე მოუწევს სულ მცირე, პასუხის გაცემა პრემიერ-მინისტრს და მის მინისტრებს,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.