რა დამაძინებდა, ტანკებს მივიყვანდით და გადავთხრიდით, შევიდოდით იმ ტერიტორიაზე - გიორგი ვაშაძე

18.08.23 18:12
რა დამაძინებდა, ტანკებს მივიყვანდით და გადავთხრიდით, შევიდოდით იმ ტერიტორიაზე - გიორგი ვაშაძე

„არსებობს კი ვინმე საქართველოში, საღად მოაზროვნე, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ კითხვები არ აქვს ხელისუფლებასთან, რომელმაც თავისი უმოქმედობით ადამიანების სიცოცხლე შეიწირა,“ - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის შეფასებით, შოვში სტიქიის ღამეს ხელისუფლებამ მეწყერში ჩარჩენილები მიატოვა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, მთავრობის წევრებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. 

რა დამაძინებდა, ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში, ტანკებს მივიყვანდით და გადავთხრიდით, შევიდოდით იმ ტერიტორიაზე, ღამე დაიძინეს, ხალხი იყო ტალახში ჩაფლობილი, ჩვენებებია თვითმხილველების ხმები ესმოდათ შენობებიდან, წავიდნენ და დაიძინეს, მიატოვეს ხალხი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, ხელისუფლებას შეეძლო ის ვერტმფრენები გამოეყენებინა, რომელიც სახელმწიფოს სამხედრო შეიარაღებაში აქვს. 

ესენი არიან დამნაშავეები, სამაშველო ოპერაციის შეწყვეტა სტიქიის ღამეს, ეს უკვე უზარმაზარი დანაშაულია, ადამიანების ბედის ანაბარა დატოვება. ხომ თქვეს, რომ სამაშველო ვერტმფრენებს იყიდდნენ, ხომ გამოუცხადეს სუპერ პუმებს ბრძოლა, ეს დანაშაული არ არის?

თავისთვის ახალ მანქანებს რომ ყიდულობენ, გეკითხებით, ვერტმფრენი რატომ არ შეიძინეს. ამბროლაურში როგორ შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრი არ ჩასულიყო, როგორ დაიძინა. რას ბოდავს შს მინისტრი, რა სისულელეებს საუბრობს, ყველაფერი გვქონდა და არ გამოვიყენეთო. სამხედრო შეიარაღებაში გვაქვს ამერიკული ვერტმფრენები, რატომ არ გამოიყენეს, ამერიკელების ვერტმფრენები გვიდგას, რაზე ვლაპარაკობთ, ხალხი გაწირეს, შეტევაზე გადავიდნენ გადარჩენილებთან. ესენი არიან გარეწრები, კორუმპირებულები, თაღლითები, მათი ამოცანაა ჯიბის გასქელება, მათთვის საქართველოს მოქალაქე, როგორც ღირებულება არ არსებობს," - ამბობს ვაშაძე.