"შოვი მათ ვერ შერჩებათ" - ვაშაძე შოვის ტრაგედიაზე ალტერნატიულ გამოძიებას ენმ-სთან ერთად იწყებს
სტიქია შოვში - „სტრატეგია აღმშენებლის“ ლიდერის თქმით, ალტერნატიული გამოძიება მიმდინარეობს რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შესასწავლად.
ვაშაძე განმარტავს, რას გულისხმობს ალტერნატიული გამოძიება და რას დაადგენს ეს კომისია. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობს, საგამოძიებო ჯგუფი მისმა პარტიამ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად დააკომპლექტა.
შოვი მათ ვერ შერჩებათ. მოვა დრო და პასუხს აგებენ. რა იფიქრეს იცით, არაუშავს, რაღაც მოხდა და ხვალ მივხედავთ, ხალხი მიატოვეს. მე არ ვაპირებ, რომ შევარჩინო. გახრწნილ, კორუმპირებულ რუსეთის მსახურებაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ ასე - მათი პრიორიტეტი არის ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული.
არგაჩერება ნიშნავს ალტერნატიულ გამოძიებას, საზოგადოების ინფორმირებას, კონკრეტული დამნაშავე პირების გამოვლენას, კონკრეტული უცხოელი სპეციალისტების ჩართვას და გზამკვლევი - ხვალ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს,“ - ამბობს ვაშაძე.