პრემიერმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა - მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ამერიკის ელჩმა და პრემიერმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა," - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.