16 დღე ტრაგედიიდან - რა ეტაპზეა გამოძიება, უცნობია
16 დღე ტრაგედიიდან და არცერთი სიტყვა შს სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებაზე. რას იძიებენ, ვინ დაკითხეს, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა? - გომელაურის უწყებას ერთი ბრიფინგიც კი არ გაუმართავს, რომ შუალედური დასკვნა მაინც გაეცნოთ საზოგადოებისთვის. არადა, სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობა და განსაცდელში ადამიანების მიტოვება. არცერთ ამ მიმართულებაზე ძალოვანი უწყება გამოძიებას არ აწარმოებს.
კანონში პირდაპირ წერია, რომ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ადამიანის მიტოვება 2 წლამდე პატიმრობით ისჯება. არც იმას იკვლევენ, ჰქონდა თუ არა ადგილი სამოხელეო დანაშაულს და რატომ არავინ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ შოვში საფრთხეა მოსალოდნელი და იქ არ უნდა წასულიყვნენ. ამიტომ რჩება განცდა, რომ გომელაურის მიერ დაწყებული გამოძიება მხოლოდ ფორმალობაა და მეტი არაფერი.