ნავთობკომპანიები 4 მილიონ ლარამდე დაჯარიმდნენ - კომპანიები სასამართლოში მიდიან
იყო თუ არა ხელოვნურად გაზრდილი საწვავის ფასი. დაჯარიმებული მსხვილი ნავთობიმპორტიორები სასამართლოში მიდიან. "სოკარი" და "ვისოლი" იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რომლის მიხედვითაც 5 კომპანიას 4 მილიონამდე ჯარიმა დაეკისრა. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ნავთობიმპორტიორები საწვავის მაღალ ფასს კოორდინირებული მოქმედებით ინარჩუნებდნენ.
ის, რაც კონკურენციის სააგენტომ დაადასტურა, კატეგორიულად მიუღებელია ნავთობიმპორტიორებისთვის. ანალოგიური სანქციები კომპანიებს 2015 წელსაც დაედო, თუმცა მაშინ ბიზნეს სექტორმა სასამართლო დავა მოიგო. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ახლაც სასამართლო იმ ბიზნეს ჯგუფების ინტერესს დააკმაყოფილებს, რომელიც ქართული ოცნების აქტიური შემომწირველია.