მოაწყო თუ არა მერიამ კლდის პირას, საშიშ ზონაში საჯარიმო სადგომი სავალდებულო ნებართვების გარეშე

18.08.23 20:36
მოაწყო თუ არა მერიამ კლდის პირას, საშიშ ზონაში საჯარიმო სადგომი სავალდებულო ნებართვების გარეშე

 

ემუქრება თუ არა საფრთხე იმ ავტოსადგომს, რომელიც მერიამ დაჯარიმებული ავტომობილებისთვის მოაწყო. სადგომი იმ ტერიტორიის საიხლოვეს მდებარეობს, სადაც კლდე ჩამოიშალა. დღეს "პირველები" ცდილობდა გაერკვია, არსებობს თუ არა ამ ობიექტის გეოლოგიური დასკვნა, თუმცა პასუხი თბილისის მერიისგან ვერ მივიღეთ. ამიტომ ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ კლდის პირას, საშიშ ზონაში საჯარიმო სადგომი მერიამ სავალდებულო ნებართვების გარეშე მოაწყო. 

ეს კი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იქ ევაკუირებულ ავტომანქანებს, არამედ უპირველეს ყოვლისა სადგომზე მომუშავე პერსონალს. ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩამოწოლილი კლდის მასა იმის დასტურია, რომ არც მიმდებარე ტერიტორია არ არის დაცული ქვათაცვენისგან. თბილისის წყალდიდობის შემდეგ მერია გვარწმუნებდა, რომ ვერეს ხეობაში არანაირი მშენებლობა აღარ იქნებოდა. თუმცა 8 წლის შემდეგ იქ აშენებულ არაერთ მრავალსართულიან შენობას მუნიციპალური სადგომიც დაემატა.