პუტინის მხარდამჭერი რუსი საოპერო მომღერლის კონცერტი პრაღაში გააუქმეს
პრაღაში რუსი საოპერო მომღერლის, ანა ნეტრებკოს კონცერტი გაუქმდა. ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს. გადაწყვეტილება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახლმა და კონცერტის ორგანიზატორის წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს. კონცერტი ოქტომბერში იყო დაგეგმილი და მასზე დასასწრები 1300 ბილეთი გაიყიდა.
ცნობილია, რომ საოპერო მომღერალი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ვლადიმერ პუტინს მხარს საჯაროდ უჭერდა. ასევე მედიაში წერენ, რომ ანა ნეტრებკო უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთანაც თანამშრომლობდა.