რიკოთის უღელტეხილზე ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

18.08.23 20:18
რიკოთის უღელტეხილზე ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რიკოთის უღელტეხილზე ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. დაშავებული საქართველოს მოქალაქეა, დაღუპული მუშა კი - ჩინეთის. არსებული ინფორმაციით, მათ დაზიანებები მიღებული აქვთ საამქროში მუშაობის დროს, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.