თუ შეიქმნება შეიქმნას, სკეპტიკურად ვარ განწყობილი - მელია საგამოძიებო კომისიაზე
ექნება თუ არა შედეგი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე სკეპტიკურად უყურებს საკანონმდებლო ორგანოში გამოძიების წარმართვას.
ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ მმართველობას საგამოძიებო კომისიის შექმნით საფრთხეს არ შეუქმნის.
თუ შეიქმნება შეიქმნას. სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური განაჩენისთვის მზად არის საკუთარივე ხელით. ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ღვთის წყალობით გადარჩენილ მსხვერპლს თავს დაესხან და მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ რეაქციას დააკვირდებიან ბოდიში ყასიდად მოიხადონ, ასეთი ხელისუფლება მზად ვერ იქნება პასუხისმგებლობის აღებისთვის. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ და "ქართული ოცნება" უნდა იქნეს ჩამოშორებული მარტის სადავეებიდან," - ამბობს მელია.