სტიქია შოვში - PHR ცნობით, პროკურატურამ საქმის შსს-დან გადაცემაზე უარი თქვა

18.08.23 21:31
სტიქია შოვში - PHR ცნობით, პროკურატურამ საქმის შსს-დან გადაცემაზე უარი თქვა

არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ინფორმაციით, პროკურატურამ მათი მიმართვა არ დააკმაყოფილა, რაც შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას გულისხმობდა.

პროკურატურამ უარი თქვა PHR -ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის [შსს-დან] პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

პროკურატურამ 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.