როდესაც 9-თავიან გველეშაპს ებრძვი, შენ 3-თავიანი გველეშაპით, იმ 9-თავიანს ვერ ამარცხებ - მელია სამომავლო გეგმებზე

18.08.23 21:43
როდესაც 9-თავიან გველეშაპს ებრძვი, შენ 3-თავიანი გველეშაპით, იმ 9-თავიანს ვერ ამარცხებ - მელია სამომავლო გეგმებზე

„არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ, ვიქნები ამ ბრძოლაში, რომელი პლატფორმიდან უახლოესი მომავალი გვიჩვენებს ამას,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „დღის ამბებში“ გააკეთა.

რას გეგმავს და სად იქნება ნიკა მელია, დატოვებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ - ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიის რიგებიდან წასვლას არ გეგმავს, თუმცა რა პლატფორმიდან იაქტიურებს, ამაზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

ვიქნები ბრძოლაში, იმავე ბრძოლაში, რომელშიც შემოვედი 2013 წელს და მიზანი და ამოცანა არ არის შესრულებული - ბიძინა ივანიშვილი არ არის დამარცხებული და მიმაჩნია, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა არის, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ვიქნები იქ, სადაც არის სიმართლე, სადაც მოქალაქესთან საუბრის მე არ მრცხვენია. სადაც ვგრძნობ მორალურ უპირატესობას „ოცნებასთან“ დაკავშირებით ქართულ ზღაპრებშიც კი - როდესაც 9-თავიან გველეშაპს ებრძვი, შენ 3-4 თავიანი გველეშაპით იმ 9-თავიან გველეშაპს ვერ ამარცხებ, ამარცხებ სიმართლით,“ - ამბობს ნიკა მელია.