სტიქია შოვში - დავით ბერიაშვილის დედა პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო

18.08.23 21:53
სტიქია შოვში -  დავით ბერიაშვილის დედა პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო

პროკურატურამ 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს. 

PHR წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვლის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია. 

დღეს პროკურატურამ #PHR -ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და, 2023 წლის 03 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. 
პროკურატურამ უარი თქვა #PHR -ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით. 
აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვლის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია. 
#PHR -ი აგრძელებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მიაწვდის სიახლეებს საქმის განვითარებასთან დაკავშირებით. 
საქმეზე მუშაობენ ადვოკატები: ანა თავხელიძე, ანა არგანაშვილი", - წერია PHR
-ის განცხადებაში.