"ოცნებას" მისი პროკურორი შოთაძე და მოსამართლე მურუსიძე პასუხისმგებლობას ვერასდროს დააკისრებს - მეგრელიშვილი
"არ გვაქვს ადგილი, სადაც სამართლიანობის მოპოვება შესაძლებელია, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი პრობლემა,“ - ეს განცხადება „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.
ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ეხმაურება და ამბობს, რომ არ ელის, რომ შექმნის შემთხვევაშიც კი ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება.
წარმოიდგინეთ ამდენი ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება" არაფერში დამნაშავე არ აღმოჩნდა. მისი პროკურორი შოთაძე და მოსამართლე მურუსიძე მას პასუხისმგებლობას დანაშაულის შემთხვევაშიც ვერასდროს დააკისრებს,“ - ამბობს მეგრელიშვილი.