დიდი ოდენობით გადასახაებისათვის თავის არიდების ფაქტი - ფინანსთა სამინისტროს განცხადება

01.06.21 10:26
დიდი ოდენობით გადასახაებისათვის თავის არიდების ფაქტი - ფინანსთა სამინისტროს განცხადება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას,   რითაც თავს არიდებდა  დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194 886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129 854 ლარის ოდენობით. 

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიაზე რიცხული ქონების დაყადაღების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს , რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
 

მსგავსი სიახლეები