მძიმე ტექნიკა გადასულია როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში - ონის მერი
მძიმე ტექნიკა გადასულია როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში - ამის შესახებ ონის მერმა სერგო ხიდეშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ ძლიერი წვიმის მიუხედავად, საძიებო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
„თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესი დღეებია და უმძიმესი პერიოდი არის. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 იდენტიფიცირებული და 6 მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას, ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, თითოეულ მათგანს.
საძიებო სამუშაოები, როგორც მოგეხსენებათ არის აქტიურ რეჟიმში. გადასული არის მძიმე ტექნიკა როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ ძლიერი წვიმა იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში ღამის განმავლობაში, თუმცა საძიებო სამუშაოებისთვის ამას რაიმე შეფერხება არ მოუტანია," - განაცხადა ხიდეშელმა.