"ლელოს" სკანდალური გამოძიება, რომელიც სოფელ ფუთის მიმდებარედ არსებულ მშენებლობას თავდაყირა აყენებს
ახალი დეტალები, რომელიც სოფელ ფუთის მიმდებარედ არსებულ მშენებლობას თავდაყირა აყენებს.
პარტია "ლელო" სკანდალურ მიგნებებს აქვეყნებს. როგორც გაირკვა, სოფელში, რომელსაც ახლა განადგურება ემუქრება, თავის დროზე იტალიური კომპანია მუშაობდა. სწორედ ევროპელებს გაჰყავდათ სოფლის სიღრმეში გზა, რომელიც რიკოთს დაუკავშირდებოდა, ეს ყველაფერი კი მექანიკური თხრის ტექნიკით ხდებოდა. იტალიური კომპანიის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ კი აფეთქებების ტექნიკით ადგილზე მუშაობა ჩინურმა კომპანიამ დაიწყო.
საგულისხმოა გეოლოგოების დასკვნაც, სპეციალისტები ვარაუდობენ რომ ადგილზე მდინარეების შევიწროებული ხეობა, წყლის ადიდების შემთხვევაში ახალ კატასტროფამდე მიგვიყვანს.
"კომპანია ასტალდი, არის სართაშორისო რეპუტაციის კომპანია, რომელსაც ჰყავდა დაქირავებული სწორი ქართული ქვეკონტრაქტორი კომპანიები. ამ ჯგუფრმა იმ მონაკვეთზე, რომელიც ახლა უკვე პრობლემურია, თქვეს, რომ თხრა-ბუქღვითი სამუშაოები არ უნდა მომხდარიყო აფეთქების გზით და უნდა მომხდარიყო მექანიკური ბურღვის მეთოდით. ასეც დაიწყეს ეს პროცესი, უბრალოდ შუა პროცესში კომპანია ტოვებს უცაბედად საქართველოს და მას ანაცვლებს ჩინური კომპანია და "სინოჰიდრო" ამ პროცესს აგრძელებს აფეთქებების გზით. მოსახლეობამ თავის ტყავზე ნახა ის, თუ რა ვითარებას იწვევს აფეთქებები ამ მონაკვეთზე. "ლელო" ითხოვს, რომ რიკოთის მთლიან მონაკვეთს, ოთხივე ლოტს ჩაუტარდეს სრულფასოვანი საერთაშორისო ექსპერტიზა, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი. სხვა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. პრობლემა არის რეალური, მოსახლეობას თავზე ენგრევა საკუტარი სახლები, ყოველ თვეში ქვათაცვენაა და მეწყერი ჩამოწვება ხოლმე და ვხედავთ, რომ მოძრავი ქანები მოძრაობაში მოვიდნენ. ამ ვითარებაში ერტადერთი გამოსავალი არის, რომ საერთაშორისო ნდობით აღჭურვილმა ჯგუფმა გვითხრას, რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ კორუფციონერ ქარსელაძის, წერეთლი და აი ამ შანტრაბის ამ ქვეყანაში არავის არ სჯერა". - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
ფუთის მოსახლეობის თქმით, პროექტზე საფრთხის გამო ორმა - იაპონურმა და იტალიურმა კომპანიამ თქვა უარი, თუმცა ეს საფრთხე რატომღაც ვერ დაინახა ჩინურმა კომპანიამ.
ორმა საკმაოდ კარგმა კომპანიამ, იაპონურმაც და იტალიურმაც უარი თქვეს პროექტზე საფრთხის გამო. იაპონური კომპანია ითხოვდა მოსახლეობის მაქსიმალურად უსაფრთხოებას და ამ შემთხვევაში იღებდა მშენებლობაზე პასუხისმგებლობას. პროექტი, რომელიც საფრთხეების გამო ორმა კომპანიამ დაიწუნა, რატომღაც ჩინური კომპანიის გამო გახდა უსაფრთხო".- ამბობს ადგილობრივი.