რატომ შეფერხდა თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლის გადაადგილება - საქართველოს რკინიგზის განმარტება

20.08.23 09:52
რატომ შეფერხდა თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლის გადაადგილება - საქართველოს რკინიგზის განმარტება

"საქართველოს რკინიგზა" თბილისი-ფოთის მატარებლის სადგურ „რიონში“ გაჩერების მიზეზებს განმარტავს.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მატარებელს ტექნიკური პრობლემა დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო შეექმნა. მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.

დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ "რიონში". „საქართველოს რკინიგზა“ აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. „საქართველოს რკინიგზა“ თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები