აქცია-პერფორმანსი გლდანის ტბასთან - ადგილობრივები დაჭაობების თავიდან არიდების მიზნით არხების გაწმენდას ითხოვენ

20.08.23 11:07
აქცია-პერფორმანსი გლდანის ტბასთან - ადგილობრივები დაჭაობების თავიდან არიდების მიზნით არხების გაწმენდას ითხოვენ

გლდანის ტბა დაშრობის პირასაა. რეკრეაციულ ზონას, ფაქტობრივად, დაჭაობება ემუქრება. მიზეზი არხებია, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით, არ იწმინდება, რაც წყლის ტბამდე მისვლას აფერხებს. გაუწმენდავი არხები ავტომატურად იწვევს ანტისანიტარიას და არსებობს დაავადებების გავრცელების საფრთხეს.

დილიდან გლდანის ტბასთან მოხალისეები იკრიბებიან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად აქცია-პერფორმანს მართავენ. ხალხმა საკუთარი ხელებით დაიწყო იმ ერთ-ერთი შესართავის გაწმენდა, რომლის დახმარებითაც ტბაში წყალი ჩაედინება.

გვინდა მერიამდე მივიტანოთ, რომ საჭიროა ამ სანიაღვრე წყლებს თავისი კალაპოტი დაუბრუნონ. მოვიყვანეთ ტრაქტორი და ვწმენდთ კალაპოტს, მაგრამ ეს არის საქმის 1/5. ამის შემდეგ რჩება მილები, რომელიც გაჭედილია თიხით და ნაგვის მასებით. კოღო და ქვეწარმავლები მრავლდება, შეიძლება მოხდეს დიდი უბედურება - მაგალითად, ინფექციები გავრცელდეს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ეს არის ისტორიული ტბა და ახლა არის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ძველი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო არ მიეწოდება წყალი. დღეს ხალხის დაორგანიზებით მოხდა აქტივობა - რომ ბარებით, ნიჩბებით ჩახერგილი არხი გაეწმინდათ ნაგვისგან და ტალახისგან. კვლევა არის უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოსი. ახლა, რასაც ველოდებით არის ქმედითი ნაბიჯები, რომ ქალაქის მერიამ ეს პრობლემა მოაგვაროს,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები