შერჩევითი სამართალი რიკოთზე - ჩაკეტილი გვირაბით საშვიანი მანქანები სარგებლობენ
შერჩევითი სამართალი რიკოთზე - აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ გვირაბში გადაადგილების ახალი წესები მოქმედებს. მაშინ, როდესაც წესით რეაბილიტაციის პროცესში არსებული გვირაბი მხოლოდ ტრაილერებისთვის უნდა იხსნებოდეს, როგორც ირკვევა საშვიანი მსუბუქი ავტომობილებიც უპრობლემოდ გადაადგილდებიან.
"პირველებმა" მოიპოვეს ექსკლუზიური ვიდეომასალა - ამ კადრებით დგინდება, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და მეტის მასალაში ისმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ხმაც, რომელიც ავტომობილებს გვირაბში შერჩევთ ატარებს - ვისაც საშვი აქვს მისთვის გზა წინ მიდის, ვისაც არადა უკან აბრუნებენ.
შსს-სა და გზების დეპარტამენტში "პირველებს" განუცხადეს, რომ შეზღუდვები ყველაზე ვრცელდება, მათ შორის მინისტრებზე და ამ გზით არავინ სარგებლობს.