"ემიგრანტები თვეობით ჰყავს ტარაკნებიან სახლში" - როგორ მუშაობს იტალიაში დასაქმების თაღლითური სქემა
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ - შრომით მიგრაციაში წასული ქალეები უმძიმეს ყოფაზე ალაპარაკდნენ.
ემიგრანტები ყვებიან დანაშაულებრივი ქსელის შესახებ, რომლის მსხვერპლიც თავად გახდნენ.
არაადამიანურ მოპყრობაში მხილებულია ასევე საქართველოს მოქალაქე. ქეთი ზაქაიძე, ვინც საქართველოდან იტალიაში წასვლის მსურველებს სამსახურს ჰპირდება, ადგილზე ჩასულებს კი ელემენტარულად დაბანის საშუალებასაც არ აძლევს და ემუქრება.
ლეილა ასპანიძე „პირველებთან“ იხსენებს, რომ ამ მძიმე პირობების შემდეგ, ის დასაქმდა, რის მერეც ზაქაიძემ მათთან კონტაქტი გაწყვიტა.
ქეთი ზაქაიძე, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ლეჩეში. თვეობით ხალხი ჰყავს ტარაკნებიან სახლში და დაბანის საშუალებებსაც არ აძლევს. ერთ ოთახში 8-9 ქალი უწევს ერთად. ჩაყვანილებს გადაკარგულ ადგილებში უშვებს და ტელეფონზეც რომ დაურეკონ, პასუხს არ სცემს. მე შემემთხვა ასე - ენა არ ვიცოდი, გამაგზავნა სხვაგან, ვურეკავდი, ქალი მომაკვდავია, სად გამომიშვი, სად წამოვიდე. ეს ბებია, ვისთანაც ვმუშობდი, გარდაიცვალა, ერთი დღე-ღამე მიცვალებულთან მარტო ვიყავი. იმ სამი დღის განმავლობაში, რაც ვიმუშვე, ფული თვითონ აიღო, არ მომცა. ქართველი ქალები პარკებში ათენებდნენ ღამეს,“ - ამბობს ლეილა ასპანიძე.
ლია სიდონია, რომელიც იტალიაში ემიგრანტების უფლებებს იცავს, დამსაქმებლები ე.წ. კარუსელებს ატრიალებენ - ცასულ ქალებს 1500 ევრომდე ახდევინებენ და შემდეგ ასაქმებენ, თუმცა, ისეთ პირობებში ხვდებიან, რომ საქართველოში დაბრუნდნენ.
სამი თვის შემდეგ ისე აკეთებენ, რომ ეს ქალი გამოუშვან სამსახურიდან, მზაკვრული ხელრხებით პატრონებს აშვებინებენ და შემდეგ ისევ ყიდიან ამ ადგილს,“ - ამბობს ლია სიდონია.