რიკოთის გვირაბთან დაკავშირებული აკრძალვაც ექვემდებარება „ნარუშილოვკების“ სისტემას - დათუნაშვილი
"როგორც კომენდანტის საათი არ იყო „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის, ისე არის ამ შემთხვევაშიც," - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი რიკოთის გვირაბით სარგებლობას იმ პირების მხრიდან, ვისაც საშვი აქვს.
საქმე ეხება იმ ვიდეოკადრებს, რომელიც "პირველებს" მოქალაქეებმა მოაწოდეს და ამტკიცებენ, რომ გვირაბით სარგებლობენ საშვიანი მანქანები იმ დროს, როდესაც სხვა მოქალაქეებს დილის 6 საათამდე ლოდინი უწევთ.
დათუნაშვილის თქმით, როგორც კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდნენ უპრობლემოდ მაღალჩინოსნები და მათთან დაკავშირებული პირები, ისეთი სისტემა მოქმედებს ახლაც რიკოთის გვირაბში.
ეს აკრძალვაც ექვემდებარება „ნარუშილოვკების“ სისტემას. როგორც კომენდანტის საათი არ იყო „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის, ისე არის ამ შემთხვევაშიც. სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათთან დაახლოებული ხალხი, მოკლედ რომ ვთქვათ, ის ხალხი, ვინც იყვნენ მანამდე „ნარუშილოვკების“ კანდიდატები, ეს ხალხი თავისუფლად გადაადგილდება რიკოთზე, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვის არსებობს უდიდესი შეზღუდვა, როდესაც ცენტრალური მაგისტრალი მუშაობს გრაფიკით,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
"პირველებმა" მოიპოვეს ექსკლუზიური ვიდეომასალა - ამ კადრებით დგინდება, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და მეტის მასალაში ისმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ხმაც, რომელიც ავტომობილებს გვირაბში შერჩევით ატარებს - ვისაც საშვი აქვს მისთვის გზა წინ მიდის, ვისაც არადა უკან აბრუნებენ.