არ გვინახავს, რომ დაბურულმინებიანი ავტომობილი გადაყვანილი იყოს - გიორგი ჯაფარიძე

20.08.23 11:42
არ გვინახავს, რომ დაბურულმინებიანი ავტომობილი გადაყვანილი იყოს - გიორგი ჯაფარიძე

თბილისი პარკინგი უკანონოდ მოქმედებს და მიზანს ბიუჯეტის შევსება წარმოადგენს - ასე აფასებს ჩემი ქალაქი მკავს დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე იმ ვიდეოჩანაწერს, სადაც მოხუცი ტაქსისტის მანქანა არაერთი თხოვნის და დასაბუთების მიუხედავად, თბილისი პარკინგის თანამშრომლებმა საჯარიმოზე გადაიყვანეს.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ თბილისი პარკინგს აღარ აქვს უფლება მანქანის საჯარიმოზე გადაყვანის მაშინ, როდესაც მძღოლი ადგილზე მივა. ამ შემთხვევაში პარკინგის თანამშრომლებმა მანქანა მძღოლს უკან უნდა დაუბრუნონ და მხოლოდ ჯარიმის გამოწერით შემოიფარგლონ.

როდესაც მძღოლი არის ადგილზე, არ აქვს არავის უფლება, რომ მანქანა სადგომზე გადაიყვანოს. არ გვინახავს, რომ დაბურულმინებიანი ავტომობილი გადაყვანილი იყოს. თუ კანონით ვსაუბრობთ, კანონი უნდა იყოს ყველასთვის. როდესაც მძღოლი მივა ადგილზე, ჯარიმის გამოწერა უნდა მოხდეს, თუ თბილისი პარკინგის მიზანი არის ის, რომ არ შეიქმნას საცობი, ასე უნდა მოხდეს - თუ არის მიზანი, რომ მოხდეს მასიური ჯარიმები და ასე ბიუჯეტის შევსება, მაშინ რასაც აკეთებენ, არის ეს,“ - ამბობს გიორგი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები