ხმაური და დაპირისპირება ზესტაფონის მერიაში - მერი მოსახლეობის პროტესტმა გააღიზიანა

20.08.23 12:00
ხმაური და დაპირისპირება ზესტაფონის მერიაში - მერი მოსახლეობის პროტესტმა გააღიზიანა

ხმაური ზესტაფონის მერიაში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შენობაში, სოფელ ქვედა საზანოს მოსახლეობა შეიკრიბა და დასახლებაში არსებული მძიმე საგზაო ინფრასტრუქტურა გააპროტესტა.

მოსახლეობის ხმაურით ზესტაფონის მერის მოადგილე გიორგი ჯუღელი გაღიზიანდა და მედიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს ჰკითხა, ვინ შეუშვა ისინი საჯარო დაწესებულებაში.   

მერის მოადგილის ამ  განცხადებამ მოსახლეობა კიდევ უფრო გააღიზიანა, რის შემდეგადაც ხმაური ზესტაფონის მერის მოადგილის კაბინეტში გაგრძელდა.

ვითხოვთ გზის გაკეთებას, შეუძლებელია მანქანით გაიაროს ადამიანმა. რამე თუ გვინდა, ტაქსი უარს გვეუბნება. რამდენჯერმე ვიყავით ჩამოსული და ადგილზე მოსვლით არავინ დაინტერესდა,“ - ამბობს სოფელ ქვედა საზანოს მკვიდრი.

ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობისგან იმდენად დისტანცირდნენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მისული მოსახლეობაც კი აღიზიანებთ.

მსგავსი სიახლეები