გიორგი გახარიას თავი ისევ პრემიერ-მინისტრის რანგში ეგონა - სერგო ჩიხლაძე

01.06.21 11:11
გიორგი გახარიას თავი ისევ პრემიერ-მინისტრის რანგში ეგონა - სერგო ჩიხლაძე

ფიასკო - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ყოფილი პრემიერის პრესკონფერენციას. ჩიხლაძის თქმით, გახარიამ ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა და თავი ისევ პრემიერ-მინისტრის რანგში ეგონა. 

პირველი ჩავარდნა იყო მისი პრეზენტაცია, მეორე ჩავარდნა იყო, ფიასკო იყოს ეს პრესკონფერენცია, იმიტომ, რომ ვერც ერთ დასმულ კითხვაზე მან პასუხი ვერ ან არ გასცა. ხოლო, ზოგიერთ კითხვაზე, როგორიც იყო 20 ივნისის მოვლენები, ჩვენს წინაშე იდგა არა ახლად დაბადაბეული ოპოზიციის ლიდერი, არამედ ჩვეულებრივი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი. პრემიერ-მინისტრის რანგში ეგონა ადამიანს თავი. დადგა რაღაცა ოლიმპოსავით შემაღლებულ პოდიუმზე, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
 

მსგავსი სიახლეები