"არსებობს ორმაგი სტანდარტი" - საბა ბუაძე თბილისი პარკინგის მიერ მოქალაქეების დაჯარიმებაზე

20.08.23 13:11
"არსებობს ორმაგი სტანდარტი" - საბა ბუაძე თბილისი პარკინგის მიერ მოქალაქეების დაჯარიმებაზე

"კანონი ყველასთან კანონი უნდა იყოს და თუ ირღვევა კონკრეტული რეგულაცია, მისი აღსრულება უნდა ხდებოდეს უკლებლივ ყველა ტიპის ავტომობილისთვის," - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე თბილისი პარკინგის მიერ მოქალაქეების დაჯარიმებას.

საბა ბუაძე ამბობს, რომ კანონი და რეგულაცია ყველასთვის საერთო არ არის. რადგან თუ ერთ შემთხვევაში, მაგალითად, თბილისი პარკინგის თანამშრომლები ასაკოვან ტაქსის მძღოლს აჯარიმებენ და მისი მანქანა საჯარიმო სივრცეში გადაყავს, მეორე მხრივ, თუ დაბურულმინებიანი მანქანის მძღოლი იგივე დარღვევას ჩაიდენს, ის ხელშეუხებელი რჩება.

როდესაც ვხედავთ, რომ არსებობენ სპეციალური საშვიანი მანქანები, რომლებსაც აქვთ ყველაფრის უფლება - დაწყებული ბასლაინში მოძრაობით, უადგილო ადგილას პარკინგით, რასაკვირველია, საზოგადოებას სრულიად ლეგიტიმური პროტესტი უჩნდება იმ ორმაგ სტანდარტზე, რომელიც არსებობს "ქართულ ოცნებასა" და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის. კანონი ყველასთან კანონი უნდა იყოს და თუ ირღვევა კონკრეტული რეგულაცია, მისი აღსრულება უნდა ხდებოდეს უკლებლივ ყველა ტიპის ავტომობილისთვის,“ - ამბობს საბა ბუაძე.

მოქალაქეები თბილისი პარკინგს უპირისპირდებიან - მიზეზი ტაქსის მძღოლი გახდა, მოხუცი, რომელმაც რამდენიმე წუთით ავტომობილი გზაზე გააჩერა, მაღაზიიდან გამოსულს კი ადგილზე თბილისი პარკინგის თანამშრომლები დახვდნენ. უმძიმესი კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად  ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები