მიზეზი არის ერთადერთი, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ თბილისელებისგან - ნადირაძე

20.08.23 13:16
მიზეზი არის ერთადერთი, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ თბილისელებისგან - ნადირაძე

"კანონი მხოლოდ რიგითი თბილისელებისთვის არის, თუმცა დაბურულშუშებიანი მანქანები თუ იქნებიან, მათთვის ყველაფერი შეიძლება და ყველაფერი მოსულა," - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ნადირაძე თბილისი პარკინგის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის დაჯარიმებას. 

ნადირაძე განმარტავს, რომ მოქალაქეების დაჯარიმებას ერთადერთი მიზანი აქვს, თბილისის მერია ამით ბიუჯეტის შევსებას ცდილობს.

მიზეზი არის ერთადერთი, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ თბილისელებისგან და შემთხვევითი არ არის, რომ ჯარიმების, სანქციების და საურავებისგან ყოველწლიურად იმაზე გაცილებით მეტი შემოდის თბილისის მერიაში, ვიდრე წლიდან წლამდე გეგმავენ. სამწუხაროდ, კანონი მხოლოდ რიგითი თბილისელებისთვის არის, თუმცა დაბურულშუშებიანი მანქანები თუ იქნებიან, მთავრობის წარმომადგენლები, სპეცსამსახურები, პოლიციელები, მათთვის ყველაფერი შეიძლება და ყველაფერი მოსულა,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

მოქალაქეები თბილისი პარკინგს უპირისპირდებიან - მიზეზი ტაქსის მძღოლი გახდა, მოხუცი, რომელმაც რამდენიმე წუთით ავტომობილი გზაზე გააჩერა, მაღაზიიდან გამოსულს კი ადგილზე თბილისი პარკინგის თანამშრომლები დახვდნენ. უმძიმესი კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად  ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები