თბილისი პარკინგის მიერ დაჯარიმებულმა ტაქსის მძღოლმა ავტომობილი დაიბრუნა
თბილისი პარკინგის მიერ ტაქსის მძღოლი დაჯარიმება - თბილისის მერიაში "პირველებს" დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. უწყების ცნობით, ტაქსის მძღოლმა მანქანა საჯარიმო სივრციდან უკვე გაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლმა ავტომობილის წაყვანა საჯარიმო სივრციდან მას შემდეგ მოახერხა, რაც ჯარიმა გადაიხადა.
მოქალაქეები თბილისი პარკინგს უპირისპირდებიან - მიზეზი ტაქსის მძღოლი გახდა, მოხუცი, რომელმაც რამდენიმე წუთით ავტომობილი გზაზე გააჩერა, მაღაზიიდან გამოსულს კი ადგილზე თბილისი პარკინგის თანამშრომლები დახვდნენ. უმძიმესი კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.