მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვში უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას - ბლინკენი

20.08.23 13:34
მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვში უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას - ბლინკენი

"მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ სარაკეტო თავდასხმას", - ასე ეხმაურება  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ოკუპანტების მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებულ თავდასხმას.

ჩვენი გულები დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს", - წერს ბლინკენი.

7 გარდაცვლილი და 148 დაშავებული - ამ შედეგით დასრულდა რუსული თავდასხმა ჩერნიგოვში. ოკუპანტებმა იერიში ჩერნიგოვის დრამატულ თეატრთან მიიტანეს, სადაც ხალხმრავალი სკვერია. დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

მსგავსი სიახლეები