არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ, გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა - კულება

20.08.23 13:40
არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ, გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა - კულება

"არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. იყავით თავდაჯერებული. გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა," - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დასავლელ ანალიტიკოსებს.

კულება მათ მოუწოდებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზირებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა ვთქვა, რომ რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზებისა და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. გვჭირდება მეტი გრძელვადიანი შესაძლებლობა მეტი მოკლევადიანი შედეგის მისაღწევად. არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. იყავით თავდაჯერებული. გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა," - განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები