რუსეთის სიმხდალისა და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაცია - საფრანგეთის ხელისუფლება ჩერნიგოვზე
ოკუპანტი რუსეთის მხრიდან ჩერნიგოვზე თავდასხმას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის განზრახ მიტანა ომის დანაშაულს წარმოადგენს.
ეს არის რუსეთის სიმხდალისა და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაცია. საფრანგეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება და განაგრძობს საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერას, რათა ეს დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჩერნიგოვზე რუსული ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა, ხოლო შვიდი პირი დაიღუპა.