გრძელდება სამძებრო სამუშაოები ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, პერიმეტრი მნიშვნელოვნად გაზრდილია - ვიცე-პოლკოვნიკი
სტიქია შოვში - სამძებრო სამუშოების არეალი გაფართოვდა. როგორც სამაშველო სამუშაოებში ჩართული მოხელეები ამბობენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს.
გრძელდება სამძებრო სამუშაოები მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში. პერიმეტრი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, პერიმეტრი დაყოფილია სექტორებად, სადაც მუშაობენ ჯგუფებად. სამხედრო სამსახურები კოორდინირებულად მოქმედებენ შსს-ს საგანგებო მართვის პირად შემადგენლობასთან და ერთობლივად ახორციელებენ სამძებრო სამუშაოებს,“ - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ ავალიანი.