გახარია პუტინის და კრემლის ალტერნატიული პროექტია - შალვა ნათელაშვილი

01.06.21 11:15
გახარია პუტინის და კრემლის ალტერნატიული პროექტია - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გიორგი გახარიას პრესკონფერენციას აფასებს და ამბობს, რომ ის კრემლის დავალების შემსრულებელია. მისი თქმით, მოსკოვმა ვასაძის და გახარიას სახით სარეზერვო ვარიანტები აამუშავა, რადგან მიხვდა, რომ ბიძინა ივანიშვილს წყალი აქს შეყენებული. 

გახარიას გამოსვლაზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ლაპარაკობდა ენერგიისგან გამოცლილი ჩინოვნიკი, ოფიცერი რუსეთის დაზვერვის, რომელსაც დაავალეს, რომ ეს უნდა გააკეთოს, ანუ გამოვიდეს პოლიტიკაში. თორემ შინაგანად შეიძლება მაინც და მაინც არ კვდებობდა ამაზე ოცნებით. გახარია წარმოადგენს ალტერნატიულ პროექტს ნარიშკინის, კრემლის და პუტინის. შესაბამისად, მოსკოვმა აამუშავა სარეზერვო ვარიანტები გახარიას, ვასაძის სახით, როდესაც დაინახა, რომ მის მტავარ ფავორიტს წყალი შეუდგა, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.  
 

მსგავსი სიახლეები