"განახლდეს რისკ-რუკები" - სპეციალისტების მიმართვა მთავრობას

20.08.23 15:09
"განახლდეს რისკ-რუკები" - სპეციალისტების მიმართვა მთავრობას

სტიქია შოვში - რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მეცნიერები საქართველოს მთავრობას მიმართავენ და კვლევების განახლებას ითხოვენ.

სპეციალისტების თქმით, ხელისუფლება საშიშ ლოკაციებთან დაკავშირებით ახლა ძველი კვლევებით ხელმძღვანელობს, რაც დაუშვებელია. 

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ძველი კვლევებით ხელმძღვანელობა არასწორია და მიმართავენ ხელისუფლებას, რომ ახალი კვლევების ჩატარება დააფინანსოს.

კვლევების განახლება ზუსტად იმიტომ არის აუცილებელი, რომ წლიდან წლამდე იცვლება საშუალო ტემპერატურა, საშუალო ნალექიანობა. ჩვენ არ შეიძლება ვხელმძღვანელობდეთ ათი წლის წინანდელი მონაცემებით, მაშინ, როდესაც 2021 წელს ანტარქტიდაზეც კი 19 გრადუსი დაფიქსირდა ტემპერატურა, რაც იყო გაუგებარი. როცა სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსთან ასე ახლოს ფიქსირდება ძალიან მაღალი ტემპერატურა, რა თქმა უნდა, საქართველო, რომელიც სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელშია, უნდა ელოდოს მყინვარების მკვეთრ და მასიურ დნობას. შოვში მოვლენა ნამდვილად ასე იყო - ეს არის მყინვარის ნელი დნობის შედეგად გამოწეული მოვლენა. ამას სჭირდება ყოველთვიურად ახალი მოვლენის შეგროვება და ანალიზი,“ - ამბობს გეოგრაფიის სპეციალისტი იოანე მახარაძე. 

როდის არის განახლებული რისკ-რუკები, კვლევა როდის მიდიოდა. რუკა შეიძლება ნებისმიერი დადოთ, მაგრამ ამ რუკას საფუძველში სამეცნიერო კვლევა სჭირდება, ეს არ აქვს ამ ქვეყანას, არ არის სწორად წარმართული, უნდა იყოს სამეცნიერო სივრცეზე დელეგირებული. სახელმწიფომ, როდესაც ის რისკის სცენარის მართვას განსაზღვრავს, გამოიყენოს ეს მოცემულობა, დაწეროს გაიდლაინები ან დაწერილი გაიდლაინების მიხედვით იმოქმედოს,“ - ამბობს თეა გოდოლაძე.

მსგავსი სიახლეები