თბილისი პარკინგს სასამართლოში უჩივიან

20.08.23 17:04
თბილისი პარკინგს სასამართლოში უჩივიან

თბილისი პარკინგს სასამართლოში უჩივიან. სარჩელს კალაძის დაქვემდებარებული უწყების წინააღმდეგ დაჯარიმებული მძღოლი ამზადებს.

იურისტი თემო დოლიძე ამტკიცებს, რომ ორჯერ საჯარიმო ქვითარი დაუმსახურებლად გამოუწერს, რაც მისი პროტესტის მიზეზი ხდება.

უფლებადამცველი ხმამაღლა საუბრობს სისტემურ ხარვეზებზეც, რომელიც თბილისი პარკინგში არსებობს და რომლის გამოსასწორებლადაც არაფერი კეთდება.

ვისთანაც გაუვათ, გაუვათ. იძულებული ვიყავი, მიმემართა სასამართლოსთვის. გავასაჩივრე ასევე, ახლა ველოდები პასუხს, იმ შემთხვევაში თუ არ დამიკმაყოფილებენ, გავასაჩივრებ მაგასაც. დაუშვებელია, მოქალაქეს იმაზე მეტად დასჯა, ვიდრე ის იმსახურებს. თუ ადრე 10 ლარით სჯიდი მოქალაქეს და ეს ნორმალური იყო, ახლა რატომ გაზარდე? იმის ნაცვლად, რომ პარკინგის ადგილები გაზარდონ, ზრდიან ჯარიმების რაოდენობას. აპლიკაციის პრობლემაა, ყველა მოქალაქეს არ გააჩნია სმარტფონი და არიან ხანშიშესული ხალხი და შეუძლებელია მათთვის ეს,“ - ამბობს იურისტი.

თბილისის მერს დაპირების არშესრულებას ახსენებენ ოპოზიციაში. "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ საპარკინგე სივრცეები თბილისს არ მომატებია.

ხუთჯერ გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა და შემცირდა საპარკინგე სივრცეების რაოდენობა, ანუ კალაძე გვატყუებს, რომ რაღაც ამ მიმართულებით გაუმჯობესდა, პირიქით, გვაქვს უკუსვლა. არ აშენებულა არცერთი მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეები,“ - ამბობს ბესიკ დონაძე.
 

მსგავსი სიახლეები