ფემიციდი მარნეულში - ახალგაზრდა ქალი ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა
ფემიციდის უმძიმესი შემთხვევა მარნეულიდან - ახალგაზრდა ქალი სასიკვდილოდ ქმარმა გაიმეტა. სავარაუდო მკვლელმა მსხვერპლი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სასიკვდილო დაზიანებები არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დანით მიაყენა.
დაზიანებები მიყენებული აქვს მოზარდსაც. არსებული ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულ 50 წლამდე მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა კი იმ დროს მოხდა, როცაა ქალი ქმარს წამლის მიღებას სთხოვდა.
ბრალდებული დაკავებულია და ბრალის წარდგენას ელოდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.