მასობრივი ინტოქსიკაცია აჭარაში - მოწამვლა სავარაუდოდ, ფრინველის ხორცმა გამოიწვია
მასობრივი ინტოქსიკაცია აჭარაში - ბოლო მონაცემებით მოწამლულია სამკერვალოს 80 -მდე თანამშრომელი. თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმიშ განაგრძობენ, მეორე ნაწილი კი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. სამკერვალო კომპანია „ფასთ თრექი“ პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებს, რომელსაც მათი თანამშრომლების გამოკვება ევალებოდათ. საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, თანამშრომლების ინტოქსიკაციის მიზეზი სავარაუდოდ, ფრინველის ხორცია.
საწარმოს ტერიტორიაზე არაფერი მზადდება საერთოდ. „ანკარა კატერინგს“ აქვს აეროპორტის გზატკეცილზე მისი საწარმო, სადაც ამზადებს მზა საკვებს, ეს მზა საკვები მოაქვს აქ ად ჩვენ გაგვაჩნია სამზარეულო, სადაც გადანაწილება ხდება ამ საკვების. სავარაუდოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფრინველის ხორცია ეს, - ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი.
კომპანია „ანკარა კატერინგ“-ში სურსათი ეროვნული სასმახური მივიდა, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. კომპანიის ოფისი ამ დროისათვის დალუქულია.