COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა შორის ბავშვთა რაოდენობა იმატებს
კოვიდის მომატებული შემთხვევები განგაშის საფუძველი ხდება. ინფიცირებულ პაციენტთა შორის ბავშვთა რაოდენობა იმატებს. პედიატრების ინფორმაციით, ყოველი 10 ინფიცირებულიდან საშუალოდ ერთი ბავშვია.
ექიმები საგანგაშო პროგნოზზე ალაპარაკდნენ - თუ ვითარება კონტროლიდან გამოვა, მაშინ ვარაუდობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი მძიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.
ჩემს პრაქტიკაში, ყოველი მე-10 ან მე-11 ბავშვი არის ინფიცირებული კოვიდით. ცხელებით მოსული ბავშვის გატესტვა ხდება კოვიდზე და სწორედ ამას ეყრდნობა ჩვენი სტატისტიკა. არ ხდება ამ ადამიანების იზოლირება, იმიტომ, რომ მათ არც კი იციან, რომ მათი შვილი კოვიდინფიცირებულია - დადიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამსახურებში, რაც ამ გავრცელებას ალბათ, გაზრდის და განსაკუთრებით 10-დან 15 სექტემბრამდე, როდესაც მოხდება ამ ბავშვების აკუმულირება ბაღებსა და სკოლებში, შესაძლებელია, იყოს კოვიდინფიცირებულთა შემთხვევების სტატისტიკური მატება,“ - ამბობს ლალი ჯანაშია.