იმედი არ მაქვს, რომ დაუყოვნებლივი რეაგირება ექნებათ და ავიცილებთ ეპიდემიას - სოფო ჯაფარიძე
"რაც შეიძლება სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ, რისი იმედიც მე პირადად არ მაქვს," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ გააკეთა.
სოფო ჯაფარიძე COVID-19-ის გაზრდილ სტატისტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება სწორ რეაგირებას მოახდენს.
იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ არნაირი რეაგირება ამ ეტაპზე არე არსებობს, როდესაც დღეში 300-მდე შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, მე რომ გითხრათ, იმედი მაქვს, რომ მათი მხრიდან იქნება რაიმე დაუყოვნებლივი ქმედებები, რომ თავიდან ავიცილოთ და ეპიდემიამდე არ მივიდეთ, მე ამის იმედი არ მაქვს,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.