პირველადი ჯანდაცვა ისევ არ არსებობს, კლინიკები არ არიან მზად - ვატო სურგულაძე COVID 19-ზე
"პირველადი ჯანდაცვა ისევ არ არსებობს, კლინიკები არ არიან მზად," - ჯანდაცვის სექტორი რომ ისევ მოუმზადებელია COVID-19 სამართავად, ამაზე "ლელოს" წევრი ვატო სურგულაძე საუბრობს.
სურგულაძის თქმით, სახელმწიფო პანდემიის რამდენიმე ტალღის მიუხედავად, ეპიდემიის სამართავად მზად ისევ არ არის.
სახელმწიფო უნდა იყოს მზად ყველა რისკისთვის, თუ გაიზარდა რაოდენობა, რას აკეთებს სახელმწიფო. პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია. პირველადი ჯანდაცვა ისევ არ არსებობს, კლინიკები არ არიან მზად, რამდენსაც არ უნდა იძახდნენ მისაღებად. ვთქვათ, პაციენტი მოხვდა რამე დაავადებით და თანხლები აქვს COVID-19, რას ვაკეთებთ, არ ვიცით,“ - ამბობს ვატო სურგულაძე.