ბარბაროსობა და ვანდალიზმი - ქუთაისში, აქტივისტები მწვანე ზონის გაჩეხვას და აუქციონზე გატანას აპროტესტებენ
ქუთაისში გაჩეხილ ტერიტორიას ყიდიან. მწვანე ზონა, რომელზეც ნახევარსაუკუნოვანი კედარის ხეები მოჭრეს, ახლა აუქციონზეა გატანილი. აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია "სავარაუდო მყიდველს" სურათებით ორ განსხვავებულ რეალობას უჩვენებს - ფოტოებს ხეების მოჭრამდეე და ტეროტორიის მოსუფთების შემდეგ გადაღებულს.
აქტივისტები ფიქრობენ, რომ სახეზეა სახელმწიფოს მიერ ჩადენილი ვანდალიზმი, რადგან 1200 კვადრატულ მეტრზე გაშენებული 30 კედარი ჯანსაღი იყო და მოჭრას არ საჭიროებდა.
დღეს უკვე მეხუთე დღეა, რაც გასაჯაროვდა იმ ვანდალური აქტის შესახებ ინფორმაცია, რომ გაიჩეხა უნიკალური კედრების ხეივანი. პასუხად რა მივიღეთ - სრული იგნორირება საზოგადოებრივი აზრის, სრული იგნორირება ამ ინფორმაციის გასაჯაროების, დააჩქარეს პროცესი და ალბათ, ორშაბათს, უდაბნოდ ქცეულ ადგილს ახალი მეპატრონე ეყოლება და ეს იქნება სასტუმრო,“ - ამბობს აქტივისტი მერაბ ბარათაშვილი.
იმ ბარბაროსული აქტის შემდეგ მიწის აუქციონზე გატანა ნიშნავს, რომ არც ბარბაროსული აქტი, რასაც კედარის უნიკალური ხეივნის განადგურებას და არც აუქციონის ჩატარება შორს არ არის ხელისუფლებისგან. როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების გარეშე არც ხეების განადგურება მოხდებოდა და არც აუქციონი ჩატარდება. ამის უკან ვინ დგას? - ფაქტია, იდგება ის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან არის დაახლოებული და იყიდის ის ჯგუფი, ვისაც აწქყობდა ყველაზე მეტად ბიზნესინტერესებისთვის ხე-ტყის განადგურება. ქალაქს არ ჰყავს მისი ინტრესების დამცველი არც ქალაქის მერი, არც საკრებული, რადგან არცერთ მათგანს დღემდე არ ამოუღია ხმა,“ - ამბობს „ევროპა ჩვენი სახლიას“ წევრი გია გოქაძე.