დაჯარიმებული ტაქსისტი და ხალხი თბილისი პარკინგის წინააღმდეგ
მანქანებზე გამოცხადებული ნადირობაა და რეკეტი მძღოლების წინააღმდეგ - თბილისის პარკინგი რეპრესიულ მიდგომებშია მხილებული. მერიას დაქვემდებარებული უწყებაა, როგორც ირკვევა ბიუჯეტის შესავსებად ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. თბილისის პარკინგის თანამშრომლები მძღოლებს მანქანებს უკვე მათი თანდასწრებით სტაცებს და ევაკუატორებით საჯარიმო სადგომებზე გადაჰყავთ. ერთი პატარა შეცდომაც კი მძღოლს მინიმუმ 150 ლარი უჯდება. ეს ის თანხა, რომელიც მანქანის უკან დასაბრუნებლად არის საჭირო. თუმცა ტარიფი ყოველ მომდევნო დღეზე ელვის სისწრაფით იმატებს.
მხილებების კამპანია რეპრესიული მიდგომების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეო მასალის შემდეგ დაიწყო. მოხუცი ტაქსის მძღოლის ისტორიამ გულგრილი ვერავინ დატოვა. აკანკალებულ და განერვიულებულ პენსიონერს, რომელმაც მანქანა სულ რამდენიმე წამით შეაჩერა ქუჩაში, თბილისის პარკინგის თანამშრომლებმა სახალხოდ უყვირეს და მისი მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. ბრალდებებს დღის ბოლოს თბილისის მერიამ ოფიციალურად უპასუხა.