ექსკლუზიური კადრები რიკოთიდან - საშვიანი ავტომობილებისთვის გვირაბი აკრძალულ საათებშიც ღიაა

20.08.23 20:11
ექსკლუზიური კადრები რიკოთიდან - საშვიანი ავტომობილებისთვის გვირაბი აკრძალულ საათებშიც ღიაა

 

შერჩევითი სამართალი და სრული განუკითხაობა - შემდეგი რეპორტაჟი ეძღვნებათ იმ გავლენიან ადამიანებს, ვისთვისაც არც შეზღუდვები არსებობს და არც რეგულაციები. ჩვენი რედაქციისთვის გამოგზავნილი ექსკლუზიური ვიდეო მასალა დღეს განხილვის მთავარ ამბად იქცა. კადრები რიკოთის უღელტეხილზე ღამით არის გადაღებული. მაშინ როცა, წესით, დაწესებული შეზღუდვების გამო, გზა მხოლოდ სატვირთო ავტომობილებისთვის იხსნება.

თუმცა, შეზღუდვა არ შეგეხება თუ ან ჩინოვნიკი ხარ ან მინიმუმ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. ყველაფერი 90-იანებს მოგაგონებთ - ე.წ. ნარუშილოვკებიც, როგორც ჩანს ისევ მოქმედებს.  ამ მასალაში ჩანს პოლიციაც, რომელიც მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს აკრძალულ დროს გზას უხსნის და აკრძალულ ტერიტორიაზე უშვებს. ეს, მინიმუმ, უსამართლობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ გზის გავლას ახლავს თან.

მსგავსი სიახლეები