რისკ-რუკების და მონაცემების განახლება - რა უნდა ასწავლოს ხელისუფლებას რაჭის ტრაგედიამ

20.08.23 20:16
რისკ-რუკების და მონაცემების განახლება - რა უნდა ასწავლოს ხელისუფლებას რაჭის ტრაგედიამ

 

შოვში გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. მაშველებმა, სტიქიური უბედურების ზონაში დღეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ კიდევ ხუთ დაკარგულ ადამიანს. სტიქიური უბედურებიდან მე-18 დღეს სამძებრო სამუშაოების არეალი 60 კილომეტრით არის გაფართოებული.

რა უნდა ასწავლოს ხელისუფლებას რაჭის ტრაგედიამ - უკვე ორ კვირაზე მეტია, სპეციალისტებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული.  ფაქტობრივად, დღე აღარ  გადის ისე, რომ ხალხმა მეწყერსაშიში ზონებიდან დახმარება არ ითხოვოს. სწორედ ამიტომ გეოლოგების შეფასებით, ახლა ყველაზე გონივრული იქნება, თუ შესაბამისი უწყებები საფრთხის შემცველ ზონებში მოკვლევას ჩაატარებენ და რისკ-რუკების განახლებას ეცდებიან, რადგან მონაცემები რომელიც დღეს არსებობს მოძველებული და არასანდოა.

მსგავსი სიახლეები