COVID ინფექცია ახალი ძალებით ბრუნდება - რამდენად მზადაა ჯანდაცვის სისტემა

20.08.23 20:20
COVID ინფექცია ახალი ძალებით ბრუნდება - რამდენად მზადაა ჯანდაცვის სისტემა

 

COVID ინფექცია ახალი ძალებით ბრუნდება - ვირუსმა გავრცელება ელვის სისწრაფით დაიწყო. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ინფირიბეულია 300 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელი კი ყოველდღიურად მხოლოდ მატულობს. სტატისტიკა განგაშის საფუძველი უკვე გახდა. 

მედიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ყოველი მე-11 კოვიდ დადებითი პაციენტი ბავშვია. ამას ემატება ყველასგან გადავიწყებული მოხსნილი შეზღუდვები და ტურისტული სეზონი. 

ცალკე გამოწვევაა ვირუსის ახალი შტამი, რომელიც, ჯერჯერობით, საქართველოში ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ რომ EG5-უკვე ჩვენთანაც იყოს. 

მსგავსი სიახლეები