"ერთი დღე-ღამე მიცვალებულთან მარტო ვიყავი" - თაღლითობის მსხვერპლი ემიგრანტების უმძიმესი ისტორიები

20.08.23 20:25
"ერთი დღე-ღამე მიცვალებულთან მარტო ვიყავი" - თაღლითობის მსხვერპლი ემიგრანტების უმძიმესი ისტორიები

 

მოგესალმებით ჯოჯოხეთში - შემდეგი ამბავი ემიგრანტ ქალებზეა. დედებზე, რომლებმაც უკეთესი მომავლის იმედით ოჯახები დატოვეს და ათასობით კილომეტრი  მუშაობის დასაწყებად გაიარეს.

ისტორია, რომელსაც "პირველებს" ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი უყვება გულგრილს ვერავის დატოვებს. ეს არის ამბავი თაღლითური სქემის შესახებ. როგორც გაირკვა, შუახნის ქალს იტალიაში მცხოვრები თანამემამულე სამსახურს ჰპირდებოდა. იტალიის ქალაქ ლეჩეში ჩასულს კი სამსახურის ნაცვლად ბაღლინჯოებით და ტარაკნებით სავსე ერთი პატარა ოთახი დახვდა.

ჩვენი რეპორტაჟის გმირმა აქ სხვა ემიგრანტებთან ერთად რამდენიმე დღე სრულ ანტისანიტარიაში გაატარა, შემდეგ თითქოს სამსახურიც გამოჩნდა, თუმცა, ტანჯვის მეორე სერიაც აქედან  იწყება.

მსგავსი სიახლეები